20:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 17:58:30, 1260 ნახვა

მსოფლიო
გერმანია რეზერვის ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებს

გერმანიის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერი 2014-2020 წლებში რუსეთის საგარეო დაზვერვის GRU-სთვის სენსიტიური ინფორმაციის გადაცემისთვის გაასამართლეს.

 მედიისვ ინფორმაციით, 65 წლის დუსელდორფის მკვიდრს  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, პირმა რეზერვის სისტემისა და კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არსებული ინფორმაცია რუსულ სამსახურებს გადასცა.

 რუსეთის სამსახურების ხელში ასევე აღმოჩნდა 2014 წელს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგებს ყირიმის და ბალტიის ზღვის მილსადენის Nord Stream 2-ის ანექსიის შემდეგ.

ასევე მან რუსულ დაზვერვას გაუმხილა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პირადი მონაცემები და წინასწარ გადასცა მოსკოვს ბუნდესვერის 2016 წლის ე.წ. თეთრი წიგნაკი. ამ დოკუმენტში მოცემულია გერმანიის არმიის კონცეფცია.

 ცნობისთვის, ივნისში, ჰოლანდიის სადაზვერვო სამსახურმა აღმოაჩინა რუსი სამხედრო აგენტი, რომელიც ცდილობდა ყალბი პირადობის გამოყენებას, რათა სტაჟიორად შეაღწია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC), რომელიც უკრაინაში ჩადენილ  ომის დანაშაულებს იძიებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics