20:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 17:51:56, 2335 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერაცია უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო კამპანიას ამზადებს

რუსეთის ფედერაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო კამპანიას ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეთანხმდა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის შექმნაზე.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეთანხმდა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის შექმნაზე. მისი მთავარი ამოცანა იქნება საინფორმაციო „ქმედების“ განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციას დასავლეთ ევროპაში”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, შეიქმნება და გასაჯაროვდება ე.წ. „ზელენსკის ფონდის“ ყალბი პლატფორმა (ვებგვერდი). ამასთან, იგეგმება „ფონდის ასორტიმენტის ხაზის“ შექმნა და შემდგომ გამოცემა და მისი რეგისტრაცია ევროპის სავაჭრო სართულებზე. დაგეგმილია ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის მუშაობის განვითარება ევროპის ქვეყნებში „ქსელური მარკეტინგის“ პრინციპით. რაც საშუალებას მისცემს ამ ინფორმაციის აქტიურად გავრცელებას ევროპულ მედია სივრცეში.

10 აგვისტოს მდგომარეობით, ამ პროექტის დაწყების ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. კერძოდ:

  • შეიქმნა ფონდის ვებგვერდი;
  • სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად მომზადდა ფონდის შექმნის შესახებ ცნობილი მედიის პუბლიკაციების ყალბი სკრინშოტები;
  • მომზადდა მასალების შემდგომი გავრცელებისთვის;
  • ამასთან მომზადდა „მიმები“ და კომენტარები სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის.

ამასთან, დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პროექტის სრულფასოვანი დაწყება და ფართო მედია პოპულარიზაციის კამპანიის დაწყება.

„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ენდოს რუსულ “ფეიკებს“ და მიიღოს ინფორმაცია მხოლოდ გადამოწმებული წყაროებიდან”,- განაცხადეს დაზვერვის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება თვლის, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთი ენერგეტიკული შანტაჟის გზით შეეცდება ძირი გამოუთხაროს ვითარებას ევროპაში. .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics