|
2022-08-11 12:10:29, 611 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე შინდისის გმირების მონუმენტზე - ერთ წელიწადში შევძელით და ფაქტობრივად დავასრულეთ, სექტემბერში გაიხსნება
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ შინდისის გმირების მემორიალის გახსნას სექტემბერში იგეგმება. შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრისას ბურჭულაძემ განმარტა, რომ მემორიალის დასასრულებლად დამატებითი დრო არის საჭირო. მონუმენტი 2020 წელს უნდა გახსნილიყო. " მე მოხარული ვარ, რომ ოჯახის წევრებისგან მოვისმინე მადლიერება. ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსია, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი და ფაქტობრივად, დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, შთაბეჭდილება ყველას შექმნოდა, თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი", - ამბობს ბურჭულაძე. შეგახსენებთ, რომ მონუმენტთან ერთად ადგილზე შინდისის გმირების მუზეუმის გახსნაც იგეგმება ცნობისთვის, 14 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა.სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)