|
2022-08-04 17:54:57, 1438 ნახვა
საზოგადოება
დედაენის ბარმა რუსებისთვის ვიზები შემოიღო - მომხმარებლებმა ბარის რეიტინგის შემცირება დაიწყეს
თბილისში, დედაენის ბარმა რუსებისთვის შემოსვლის ვიზები შემოიღო, რომლის მიღებაც სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგაა შესაძლებელი. როგორც ბარის ადმინისტრაცია ამბობს, რუსეთის ყველა მოქალაქე მისასალმებელი არ არის. "ჩვენ თანასწორობისა და ერთიანობის მომხრე ვართ, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტვინი გამორეცხილი რუსი იმპერიალისტები ჩვენს ბარში არ აღმოჩნდნენ. გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ აპლიკაციის შევსებით. გმადლობთ გაგებისთვის. "- ნათქვამია განცხადებაში. ბარში შესვლა ნებადართულია მხოლოდ იმ რუსებისთვის, რომლებიც ეთანხმებიან შემდეგ განჩინებებს:
ბარის ქცევის კოდექსი ხალხს სთხოვს პატივისცემით მოეპყრონ საქართველოს, დაუკავშირდნენ ბარის თანამშრომლებს ქართულად ან ინგლისურად, არ შესთავაზონ გადახდა რუბლებში და არ ჩაერთონ პოლიტიკურ დისკუსიებში ნასვამ მდგომარეობაში. ამის შემდეგ უკმაყოფილო მომხმარებლებმა დაიწყეს ბარის რეიტინგის მასიურად შემცირება - ის 5-დან 2.5-მდე დაეცა. უკრაინელები დაწესებულების რეიტინგის გაზრდას დადებითი შეფასებებით ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)