|
2022-08-04 15:11:38, 952 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - ამორალურია, რომ ენერგოკრიზისის დროს ნავთობის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ
ამორალურია, რომ ენერგოკრიზისის დროს ნავთობისა და გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიებს ამისთვის საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ. „ამორალურია, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ, იმ ენერგოკრიზისის გამოყენებით, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებსა და საზოგადოებას აწევს ზურგზე. ამას ძვირი ფასი ექნება კლიმატის კრიზისის მხრივაც",- განაცხადა გუტერეშმა. აშშ-ის ორმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ, Exxon Mobil Corp და Chevron Corp, ბრიტანულმა Shell-მა და ფრანგულმა TotalEnergies-მა ერთად, ბოლო კვარტალში თითქმის 51 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. „მოვუწოდებ ყველა ქვეყნის მთავრობას, დაბეგრეთ ეს გადაჭარბებული მოგება და გამოიყენეთ სახსრები დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად ამ რთულ დროს. ასევე მოვუწოდებ ხალხს, რომ გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას და მათ ფინანსისტებს: რომ ეს გროტესკული სიხარბე სჯის ღარიბ და დაუცველ ადამიანებს",- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, პოლიტიკოსები და მომხმარებელთა დამცველები აკრიტიკებენ ნავთობკომპანიებს იმის გამო, რომ მოგების გასაზრდელად გლობალური მიწოდების დეფიციტით სარგებლობენ. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ივნისში განაცხადა, რომ Exxon და სხვები ფულს შოულობდნენ იმ დროს, როდესაც სამომხმარებლო საწვავის ფასები რეკორდულად იზრდება. გარდა ამისა, გუტერეშმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში კლიმატის ვარდნასთან ერთად გლობალურ სასურსათო, ენერგეტიკულ და ფინანსურ კრიზისს იწვევს. „ჩვენ უკვე ვხედავთ გამაფრთხილებელ ნიშნებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური აჯანყების ტალღის შესახებ, რომელიც არცერთ ქვეყანას არ დატოვებს ხელუხლებლად",- დასძინა გუტერეშმა.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)