|
2022-08-03 15:10:59, 929 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ახალგაზრდები არიან, თავისუფლება და სტაბილურობა სურთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუსი მოქალაქეების შემოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საკითხზე არსებულმა კამპანიამ ქსენოფობიური სახე მიიღო. მისივე თქმით, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად საშუალო სოციალური ფენა წამოვიდა, რომელსაც სტაბილურობა, დემოკრატია და თავისუფლება სურს. 'იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში, შემოსვლის კუთხით, არც ვიზებთან დაკავშირებით. არაფერი არ შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. იცით, რომ უბრალოდ ეხლა 20 და 21 წლის აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია იმიტომ რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში.რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვინც ამ კამპანიას, და ეს ხომ ახალი არ არის, მარტში იყო ეს კამპანია და გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს. მითუმეტეს, რომ ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, თუ მაგალითად, თუკი ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ეს არის ძირითადად გახლავან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად არიან IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან... ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის, "- განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)