" />
11:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 11:51:58, 1572 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს მთავრობამ „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა

საქართველოს მთავრობამ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილები შეიტანა. 

კონკრეტულად კი,  „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის პროექტს მიენიჭა. 

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა

ცნობისთვის, ბათუმში ხელოვნური კუნძული შენდება. პროექტის მიხედვით, შავ ზღვაში ორი ნახევარკუნძული და ერთი კუნძული შეიქმნება. მათზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას გასართობ-გამაჯანსაღებელი ფუნქცია ექნება, რაც ულტრათანამედროვე და ფეშენებელური სასტუმროების, ვილების, აპარტამენტების, ბულვარისა და სხვა დასასვენებელი თუ გასართობი ზონების გაშენებას გულისხმობს.

მას ამბასადორ ჯგუფი აფინანსებს, რომელიც საქართველოში რამდენიმე სასტუმროს ფლობს. კომპანიამ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად $100 მილიონის ინვესტიცია უკვე გამოყო.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადეს, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდება და სახელმწიფო თავის თავზე მინიმალურ რისკებს აიღებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics