00:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 12:55:43, 917 ნახვა

საზოგადოება
სამგორში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ფერდობებზე, კორპუსებთან დამაკავშირებელი კიბეები მოეწყობა.

,,რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ/რ-ის კორპუსი 9-ის მიმდებარედაც, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე.

აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან ჯამში, 4 200 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics