|
2022-07-28 19:57:16, 1058 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს: ემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის?
თქვენ, მაგალითად, იმ პოზიციას, რომ ომი გვიშველის მხოლოდ, ემიჯნებით, თუ არ ემიჯნებით? აი, თქვენ, რადგან მე ახლა ბრალს ვდებ თქვენს კოლეგას, როგორც თქვენ ამბობთ, ემიჯნებით თუ არა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ემიჯნებით ასეთ პოზიციას, თუ მან თქვა, ან თუ ვინმემ თქვა. - ასე მიმართა ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ჟურნალისტს და მას სთხოვა გამიჯვნოდა მისი ტელევიზიის თანამშრომლის თენგო გოგოტიშვილის მოწოდებას საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ჟურნალისტს, საუბრის დროს, არაერთხელ მოუწოდა გამიჯვნოდა უკრაინელების პოზიციას საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის იტყუებოდა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამოიღებდა გოგოტიშვილის სიტყვებს, სადაც ის მოწოდებას აკეთებდა ომთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში, აგებდა პასუხს. ,,წარმოიდგინეთ, ვერ ემიჯნებით ომის ნარატივს. ემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის? მე ვთხოვ ჩვენს პრესსამსახურს, თქვენი ეს სიტყვები ახლა მოჭრას და თენგო გოგოტიშვილის სიტყვებს დაუდოს გვერდზე, რომ თითქოს მე ვატყუებ ხალხს და ამ დროს თენგო გოგოტიშვილს თითქოს არ უთქვამს ეს სიტყვები. მე სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ მან თქვა ის სიტყვები, რაც თქვა, რაც პირდაპირ იყო ომისკენ მოწოდება. ნებისმიერი ფორმით, სიცოცხლით ვაგებ პასუხს. თქვენმა კოლეგამ ომისკენ პირდაპირი მოწოდება გააკეთა და მან თქვა, რომ ომი თუ გვიშველისო. ეს იყო მისი სიტყვები. რაღაც რაღაცეები დაგვრჩება უკანო, ისიც კი დაამატა ამ ნარატივის გასამყარებლად. თქვენ ახლა ამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს მას არ უთქვამს და ჩვენ დავამონტაჟეთ?’’ - განაცხადა მდინარაძემ საუბრის დროს.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)