01:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 15:10:29, 1004 ნახვა

საზოგადოება
კიბერ-კლასში მიღება იწყება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით აცხადებს კიბერ-კლასში მიღებას. კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 აგვისტოს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები.

კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია:

·         ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ შემდეგი ცოდნა და უნარები:
·         Windows/Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;
·         კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;
·         პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
·         ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;
კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
·         შესავალი კიბერუსაფრთხოებაში;
·         ქსელის, პროგრამირები, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები;
·         კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები;
Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები;
·         პენტესტის საფუძვლები ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი;
·         მავნე კოდის ანალიზი;
·         სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება;
·         კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია.
კიბერ-კლასში მონაწილეობის საფასურია 500 ლარი.
კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი.
გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე კომპანია გრინნეტში. საუკეთესო 4 სტუდენტს გადაეცემა CompTIA Security+ გამოცდის ვაუჩერი.

კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - cert@dga.gov.ge
 

 
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics