|
2022-07-28 13:30:49, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მოსკოვში ჭაობი იყო მაშინ, როდესაც კიევი კულტურული დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა. პოდოლიაკი წერს, რომ კიევი კულტურული დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა მაშინ, როდესაც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ადგილას ჯერ კიდევ ჭაობი იყო. "დღეს აღვნიშნავთ კიევის რუსეთის სახელმწიფოებრიობისა და ნათლობის დღეებს. დღესვე ჩვენს ქალაქებზე 2 ათეული რაკეტა გაისროლეს.რუსებს შეუძლიათ მოიპარონ მაცივრები, მაგრამ არა ჩვენი ისტორია.კიევი კულტურული დედაქალაქი იყო, როდესაც მოსკოვი ჭაობი იყო, ისეთივე როგორიც არის ახლა,"- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წამოიწყო და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას სახელმწიფოებრიობის დღის დამტკიცების შესახებ. 2022 წლის 31 მაისს მან მიიღო კანონი, რომელიც ადგენს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს 28 ივლისს, როგორც სახალხო დღესასწაულს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)