|
2022-07-27 11:14:11, 2539 ნახვა
სამხედრო
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი დასასრულს უახლოვდება. სწავლების კულმინაციური ნაწილი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც კურსანტები წინაღობების გადალახვას შეეცადნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დაესწრო და კურსის მონაწილეებს გაესაუბრა. საზაფხულო კურსს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებიან. მათ მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პალდოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მსმენელებმა შეისწავლეს ტოპოგრაფიის საფუძვლები, ცეცხლსასროლი იარაღის ამოცნობა და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. კურსის ფარგლებში ღამის მარშიც ჩატარდა. საზაფხულო კურსი პრაქტიკული გამოცდით დასრულდება, რის შემდეგაც მონაწილეებს დიდგორის მონუმენტთან სერტიფიკატები გადაეცემათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)