12:13 - 22 Jul, 2026
|
2022-07-27 10:14:00, 871 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ამერიკის ელჩს, მისი თხოვნით, 21 მარტს შევხვდი
ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პირადად შეხვედა. როგორც ივანიშვილის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. "რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას წერილით მიმართა. სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)