|
2022-07-26 21:21:06, 1300 ნახვა
პოლიტიკა
მუხთარლი - აუცილებლად ვიჩივლებ ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ
აუცილებლად ვიჩივლებ ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ. - ამის შესახებ "მთავარ არხთან" აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა განაცხადა. მისივე თქმით, არ სჯერა ქართული სასამართლოსი და სარჩელს ევროპაში შეიტანს. "აზერბაიჯანიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი გატაცება პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. ჩემს გატაცებაში 4 უწყების: უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. აუცილებლად ვეცდებით, რომ სოსო გოგაშვილმა ჩემი გატაცების საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცეს. შეგახსენებთ, რომ გოგაშვილის თქმით, აფგან მუხთალის გატაცება, გელა ხვედელიძის ცემა ყველაფერი ბიძინას დავალებით ხდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)