|
2022-07-26 15:49:17, 1047 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე რეაგირება იქნება, შევეგუოთ
თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება იქნება და პასუხიც იქნება, ამას უნდა შევეგუოთ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ირაკლი კობახიძის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმას. "პირდაპირ გეუნებით და მეტიც, არასოდეს ჩემს მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა, ათწლეულებიც რო გავიდეს, შემიძლია გაქცეთ პასუხი. მე რამოდენიმე წლის უკანაც გავაკეთე განცხადება, რომ თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას და რა თქმა უნდა, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის მიღმა, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება იქნება და პასუხიც იქნება, ამას უნდა შევეგუოთ. მაგრამ ის რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ იყო არანაირი შეკითხვა", - განაცხადა ღუდუშაური. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "კობახიძის მამა კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)