|
2022-07-26 10:55:55, 764 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება
აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მამის და ოჯახის მიმართ გამოთქმული შეუარცხმყოფელი ფრაზები არ ნიშნავს კითხვის დასმას, ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია. „მამის და ოჯახის მიმართ გამოთქმული შეუარცხმყოფელი ფრაზები არ ნიშნავს კითხვის დასმას, ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან. ანუ, თუ ადამიანი შენი მთავარი სამიზნეა და მის წინააღმდეგ, წლების მანძილზე, ხელმოსაჭიდს ვერაფერს ნახავ, მაშინ უნდა იკადრო და მის ოჯახის წევრს მიაყენო შეურაცხყოფა? ეს არის სწორი და საქებარი ქმედება? აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი - უზნეო, ცილისწამება - სიმართლე და ყველაფრის კადრება - ღირსების გამოვლენა“,- წერს იონათამიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)