|
2022-07-26 10:51:23, 742 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი
კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი! საქართველო და მისი ინტერესებია თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, ,,კაგებეს” საუკეთესო ტრადიციებში. „ნუთუ ყველასთვის ასე მარტივია ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადონ შენ და შენი ოჯახი - დაჟინებით, ყიჟინით გიმტკიცონ ეს შეურაცხმყოფელი სიცრუე? უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, ,,კაგებეს” საუკეთესო ტრადიციებში. ირაკლი კობახიძე- საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი! საქართველო და მისი ინტერესებია თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი“,- წერს ჩიქოვანი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)