14:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 11:40:39, 994 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს დადებულ პირობას ან გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვას ძალადობის აქტი უწოდა. პრეზიდენტი ფაქტს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  საერთაშორისო შეთანხმების მიღწევიდან  ერთი დღის შემდეგ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ სიტყვას და გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას  რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ოდესის დაბომბვა, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ძალადობრივი აქტია, რომელიც დასაგმობია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ და მიწოდებასთან დაკავშირებულ ვითარებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ, თუმცა მალევე რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics