|
2022-07-23 14:29:08, 1043 ნახვა
პოლიტიკა
23 ივლისი საინჟინრო გვარეობის დღეა
საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება „დასავლეთის ზღუდე“ 2022“ საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საინჟინრო ქვედანაყოფებთან ერთად, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს საინჟინრო მხარდაჭერის კუთხით ქვედანაყოფების მომზადებისა და საშტაბო დაგეგმარების პროცესის დონის ამაღლება წარმოადგენდა. წვრთნებში ჩართულმა პირადმა შემადგენლობამ თეორიულად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დღისა და ღამის პირობებში პრაქტიკული სავარჯიშოებით დახვეწეს. წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მიმდინარეობას დააკვირდნენ. ქვედანაყოფები საინჟინრო დაზვერვის, დანაღმული ველების მომზადების, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების მოწყობის, გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ორგანიზების ოპერაციებს კოორდინირებულად ახორციელებდნენ. სწავლების პროცესში ყურადღება ძირითადად მობილურობისა და კონტრმობილურობის ოპერაციებზე იყო გამახვილებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)