|
2022-07-23 09:51:15, 1027 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას განაგრძობს. უწყებამ მემორანდუმი დღეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას იუსტიციის სამინისტროში გაივლიან და დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამინისტრო ხელს შეუწყობს წარმატებულ სტუდენტთა დასაქმებას სამინისტროს სისტემაში. დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა მოაწერეს ხელი. დღესვე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა იყო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინტერესების დაცვას საქართველოს სუვერენიტეტისა და შემდგომი დეოკუპაციისათვის, რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის" მიმართ, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. ლექციის ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)