|
2022-07-22 16:40:07, 1129 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი პრეზიდენტზე - ალბათ საჭიროა, ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის პრეზიდენტის ფუნქცია და კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად, ამიტომაც საჭიროა სალომე ზურაბიშვილმა "ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს". „გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)