14:36 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 23:37:45, 1193 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად, სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა

მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. სამი ადამიანი შევიწყალე თუ გახსოვთ. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სამი ადამიანის შეწყალებით დამთავრდა საუბარი, ახლა ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ.

"არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ. ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე არა ვარ სასამართლოზე ზემოთ, რომ ვთქვა, რომ სწორი იყო სასამართლო ან არ იყო, ეს პუნქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ [ევროკავშირის რეკომენდაციებიდან] არის ზოგადი პუნქტი და ალბათ შესასრულებელი. როგორ უნდა შესრულდეს, ამაზე უნდა იმუშაონ.
ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები [უარყოფითი] იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზე არის. 
მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. სამი ადამიანი შევიწყალე თუ გახსოვთ [გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა]... გასამდა. და დამთავრდა. დეპოლარიზაციის მიზნით იყო, დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ რომ არ გადადგას უდროული ნაბიჯები. არანაირად არ იყო საჭირო. ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics