15:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 19:21:24, 1210 ნახვა

პოლიტიკა
არახამია - უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება

უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება. - ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა.

"მომავალი 10 დღის განმავლობაში ველოდებით ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნას. მისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics