16:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 21:01:23, 1110 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - კარლ ჰარცელზე „ ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია და არის დიდი უსამართლობა

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან კარლ ჰარცელზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის ძალიან დიდი უსამართლობა. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე.

"ამ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის ძალიან დიდი უსამართლობა, იმიტომ რომ ჩვენ კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე, რომ ძალიან წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ". - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics