|
2022-07-20 10:14:26, 1408 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა აძლიერებს თავის შესაძლებლობებს შავ ზღვაში და რუსული ფლოტის ჩასაძირად ემზადება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა აძლიერებს თავის შესაძლებლობებს შავ ზღვაში რუსული გემების განადგურების მიზნით. ამის შესახებ მან The Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ამჟამად ავითარებენ საკუთარ გემსაწინააღმდეგო სარაკეტო პოტენციალს და ელოდებიან სხვა ქვეყნებიდან უფრო დიდი დიაპაზონის იარაღის მიღებას, რათა დაიწყონ თავდასხმა. ”მათ თავიანთ მოქმედებებზე პასუხი უნდა აგონ”, - თქვა ვოლოდიმირ გავრილოვმა ბრიტანეთში ვიზიტის დროს, სადაც ის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების წვრთნას აკვირდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული გემები შავ ზღვაში რეგულარულად უშვებენ საკრუიზო რაკეტებს სამხრეთ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. სამხედრო გემების პოზიციები ნიშნავს, რომ უკრაინას არ შეუძლია მარცვლეულის ექსპორტი პორტებიდან, როგორიცაა ოდესა, იმის შიშით, რომ მათზე თავდასხმა მოხდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)