17:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 17:27:18, 1066 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი გვარამიაზე - არსებობს სასამართლოს გადაწყვეეტილება, რა პოლიტმატირობაზეა საუბარი

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავაშირებით და ამის განხილვა მიდის სააპელაციო სასამართლოში, რა პოლიტმატირობაზეა საუბარია. - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება აპელაციას, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. 

" რაც შეეხება აპელაციას, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, ვინც არის უკმაყოფილო განაჩენით, მან უნდა გაასაჩივროს და ამისთვის არსებობს სწორედ მეორე ინსტანცია. ამ საქმეში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, როგორც იცით უკმაყოფილია როგორც ბრალდებული, ისე მბრალდებელი, ორივემ გაასაჩივრა, აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი უნდა განიხილოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. რაც შეეხება მოწოდებებს, იქ იყო ერთი კონკრეტული განცხადება, რომელიც მიანიშნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, ასეთი პირდაპირი მოწოდებებუ, მინიშნებები, შეფასებები, ასეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან ეს შეიძლება აღქმული იქნას როგორც ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავაშირებით და ამის განხილვა მიდის სააპელაციო სასამართლოში, რა პოლიტმატირობაზეა საუბარია" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრამდე გადადო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics