|
2022-07-18 18:35:13, 1287 ნახვა
სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის მოსამართლესთან სამუშაო შეხვედრები გამართეს
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის მოსამართლესთან ბენ სტადარდთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. აშშ-ის ჯორჯიის შტატის მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურების წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სასამართლოში გამოცხადების მაჩვენებლის გაზრდას და ინსტიტუტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე და მიღწევებზე, ამასთან, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის და მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერების მიზნით, შემდგომ თანამშრომლობასა და რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მოსამართლე ბენ სტადარდმა, მონაწილეობა მიიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)