11:45 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 15:45:16, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება EU-ს მინისტრებს - უკრაინისთვის აუცილებელია მეტი იარაღი და დამატებითი სანქციები რუსეთს

დღეს მე მივმართე ევროკავშირის მინისტრებს საგარეო საქმეთა საბჭოზე. ჩემი მთავარი გზავნილია - იარაღი უკრაინას. - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია სანქციები რუსეთს და პასუხისმგებლობა რუსეთის წინაშე.

"დღეს მე მივმართე ევროკავშირის მინისტრებს საგარეო საქმეთა საბჭოზე. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთს და პასუხისმგებლობა რუსეთის წინაშე. ეს არის სამი გზა მშვიდობის აღდგენის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ევროპაში სტაბილურობის დასაცავად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics