|
2022-07-18 13:35:43, 1305 ნახვა
სამართალი
სოსო გოგაშვილის დაკავებისას შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებისას შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, გოგაშვილისთვის მიყენებულ შესაძლო დაზიანებებთან მიმართებაში დაინიშნება სასამართლო ექსპერტიზა. "გამოძიება დაიწყო გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა, ჩატარებული ღონისძიების დროს. მიმდინარეობს გამოძიება, დაინიშნება სასამართლო ექსპერტიზა დაზიანებებთან მიმართებაში,"- განაცხადა კაციტაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. ცნობისთვის, 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)