|
2022-07-15 21:05:19, 1338 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება
საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. - განაცხადა ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. მისივე თქმით, ანალიტიკური ანგარიში დეკემბრისთვის მომზადდება, გაფართოების პაკეტი 2023 წლისთვის. "საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)