|
2022-07-15 12:52:38, 1295 ნახვა
ომი უკრაინაში
ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება
უკრაინის ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, ათობით დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. "სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ნანგრევებში მუშაობას რადგან ხელისუფლება აცხადებს, რომ 39 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. მისივე თქმით, მხოლოდ ექვსი დაღუპულის იდენტიფიცირება მოხერხდა.საავადმყოფოში გადაყვანილი 66 ადამიანიდან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია , 34-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. შეეგახსენებთ, რომ 14 ივლისს შავ ზღვაში მყოფმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა ქალაქს კალიბრის საკრუიზო რაკეტები ესროლა, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამზე. რუსულმა მხარემ თავდასხმა მაშინვე არ დაადასტურა, მაგრამ მარგარიტა სიმონიანმა, სახელმწიფო კონტროლირებადი რუსული სატელევიზიო ქსელის RT-ის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ სამხედრო ჩინოვნიკების ცნობით, ვინიცაში შენობა იყო სამიზნე, რადგან მასში უკრაინელი „ნაცისტები“ ცხოვრობდნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)