|
2022-07-14 15:56:08, 1335 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ფანშეტში“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრ „ფანშეტში“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი სარეაბილიტაციო სერვისებით მოსარგებლეთა მშობლებს შეხვდა, ასევე პროგრამების შედეგების შესახებ ინფორმაცია დაწესეულების წარმომადგენლებისგან მიიღო. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა, რომლის მიზანია ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამისათვის სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს. დღევანდელი ვიზიტის მიზანს სერვისების მოსარგებლეთა მოსაზრებების გაზიარება წარმოდგენდა, რადგან სამინისტრო ყველწლიურად სწორედ მათი საჭიროებების კვლევის საფუძველზე ხვეწავს არსებულ პროგრამებს და ქმნის ახალს. მიმდინარე წელს სამინისტრომ გაზარდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი. ივლისის თვიდან კი მაღალი მომართვიანობის გამო დამატებით გაიზარდა - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება. ამჟამად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 28 907 795 ლარს შეადგენს. უწყება ჯამში 38 სხვდასხვა პროგრამას ახორციელებს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)