20:18 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 16:51:09, 981 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - „ქართულ ოცნებაში“ თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით, რას ნიშნავს ქვეყნის დეოლიგარქიზაცია

ქართულ ოცნებაში თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით, რას ნიშნავს პოლიტიკური ელიტის და ქვეყნის დეოლიგარქიზაცია. - განაცხადა ფორმულასთან ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით, ივანიშვილის მცველები მინისტრებიც კი ხდებიან და ცდილობს მართოს სამართალი, მედია, ყველამ იცის რა არის ქვეყნის ოლიგარქიზაცია.

"ქართულ ოცნებაში თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით, რას ნიშნავს პოლიტიკური ელიტის და ქვეყნის დეოლიგარქიზაცია. ამიტომ, ვეცადე ამეხსნა, რას ნიშნავდა - ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა ხდება მძევალი და პოლიტიკური სისტემა ხდება ერთი პიროვნების მძევალი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს, მისი პირადი მცველები მინისტრებიც კი ხდებიან და ცდილობს მართოს სამართალი, მედია, ყველამ იცის რა არის ქვეყნის ოლიგარქიზაცია. მე ვცდილობდი ამეხსნა, რომ ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც ქმნის ამ პრობლემებს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ არის ეს პიროვნება და საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია, რაც ნათელი გზავნილი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ საქართვველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოუწევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics