|
2022-07-13 16:05:11, 1246 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ვარშალომიძის მანდატის შეწყვეტას განიხილავს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ლევან ვარშალომიძეს, სავარაუდოდ, საპარლამენტო მანდატს შეუწყვიტავენ. საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვარშალომიძე სამსახურში არ დადის, მაშინ როდესაც, მისივე თქმით, დეპუტატი პარლამენტის შენობიდან უნდა ემსახუროს ხალხს. „ის თითქმის 2 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ასე რომ, ამის გადაწყვეტა ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)