|
2022-07-10 11:44:54, 1072 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - შვეიცარიის საბანკო სისტემა ყველაზე მძლავრი და შეუბღალავი რეპუტაციის საბანკო სისტემაა
„მთელი ცხოვრება გვესმის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა არის ყველაზე მძლავრი და შეუბღალავი რეპუტაციის საბანკო სისტემა. წარმოიდგინეთ მეორე მხარეს რამხელა ინტერესი უნდა იყოს, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს ეს რეპუტაცია შელახოს და მეორეხარისხოვანი გახდეს სხვა ინტერესთან მიმართებაში“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კერძო დავა არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან. „ კერძო დავა არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან და რაღაც ძალებთან, რომელზეც რიგ შემთხვევაში არ და ვერ ვსაუბრობთ და რიგ შემთხვევაში შეიძლება ბოლომდე ინფორმაციაც არ გვქონდეს. ეს ხომ კერძო მარტივი ქეისი, რაღაც 400 მილიონიანი, მილიარდიანი თუ მილიარდზე მეტიანი არ შეიძლება იყოს. ერთი მილიარდიც კი ხომ არ არის ის თანხა, რომლის გამოც დარტყმა შეიძლება მიაყენო ათწლეულების ნარატივს შვეიცარიის საბანკო სისტემის შეუბღალავი რეპუტაციის შესახებ. ესეც ხომ სიმართლე იყო და აქამდე არ ყოფილა ქეისები, სადაც ეჭვი შეიძლებოდა შეგპარვოდათ შვეიცარიული საბანკო სისტემის პატიოსნებაში. მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ რა და როგორც არ უნდა ყოფილიყო, ამ სისტემას პრობლემა არავისთან ჰქონდა, იმდენად სამართლიანი და უპრობლემო სისტემა იყო. დღეს მეორე მხარეს, როგორც ჩანს, დგას ძალიან დიდი გლობალური ინტერესი, რომლის გამოც კონკრეტულ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს უქმნიან სერიოზულ პრობლემას და როგორც მისი ადვოკატი პირდაპირ და დაუფარავად აცხადებს ღია ეთერში, პრაქტიკულ და დე-ფაქტო სანქციებს უწესებენ ამ ადამიანს“- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ამის ფორმალიზებას ვერ ბედავენ, სანქციებზე არ და ვერ მიდიან, თუმცა რეზოლუციაშიც კი მოხვდა. „ესეც ხომ მარტივი ამბავია, რომ 308 დეპუტატმა მხარი დაუჭიროს მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე კონკრეტული ადამიანის მიმართ ჩანაწერს, რომ ის უნდა იყოს სანქცირებული. ჩვენ გვაქვს ორი ფაქტი, დავანებოთ სხვა ყველაფერს თავი, ერთი რომ შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია გახდა მეორეხარისხოვანი იმ ინტერესთან შედარებით და მეორე ფაქტი, რომ რეზოლუციაში, ყოველგვარი ფაქტების და არგუმენტების მოტანის გარეშე, ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ აბსოლუტურად უსამართლო, უსაფუძვლო, უარგუმენტო ჩანაწერი, მართლა ჩალის ფასი რომ აქვს, ასეთ რეზოლუციაში. ამან გააუფასურა ეს რეზოლუცია, მსგავსმა უარგუმენტო და უფაქტო ჩანაწერებმა და ეს უბრალოდ ხდება? ეს მოახერხა სალომე სამადაშვილმა? რომელმაც ჩემი აზრით, ინფორმაციასაც თავი დავანებოთ, იბრძოლა იმისათვის, რომ მსგავსი რაღაცეები მომხდარიყო“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)