00:22 - 23 Jul, 2026
|
2022-07-06 22:07:12, 1312 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ერთიანი ძალებით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის აღსადგენად რუსეთის გაყინული აქტივები გამოვიყენოთ
ერთიანი ძალებით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის აღსადგენად რუსეთის გაყინული აქტივები გამოვიყენოთ. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მისივე თქმით, საკანომდებლო ბაზა აუცილებელია და მუშავდება. "ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთისა და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)