|
2022-07-06 18:11:56, 2124 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს დაქირავებულ პირთა რეგისტრაციის წესის შესახებ მომზადებული გზამკვლევი გააცნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასახადის გადმხდელების ინფორმირების გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ბაზრებსა და ბაზრობებზე განთავსებულ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 4 500 ობიექტი) მოინახულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს დაქირავებულ პირთა რეგისტრაციის წესის შესახებ მომზადებული გზამკვლევი დაურიგეს და მათთვის საინტერესო ინფორმაცია ადგილზე გააცნეს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან, დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა. დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი). აქვე განვმარტავთ, რომ დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებული ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა, იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 112-ე და 112-ე მუხლის 41-ე პუნქტით. მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს, დაქირავებულ პირთა შესახებ, სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას. რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან და ის საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)