|
2022-07-06 10:49:02, 1716 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება
დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით და დასავლეთით განთავსებული ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს. მათივე ცნობით, ეს ძალები ახლა სავარაუდოდ ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. „იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქს ასევე ემუქრება ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხე, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი საკვანძო მომენტი იყოს “,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მძიმე ბრძოლების შემდეგ უკრაინელმა ჯარებმა ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს. გენერალურმა შტაბის თქმით, მათ მატერიალურ-ტექნიკური რესურსები სჭირდებათ. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ბრძოლა ლუგანსკის, ბელოგორივკასა და ნოვოკონსტანტინოვკას მიდამოებში გრძელდება. ამასთან, დაზვერვის ცნობით, რუსული ჯარები, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, სავარაუდოდ, ძალებს დონეცკის ოლქის კონტროლის ქვეშ აყენებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)