01:13 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 11:46:25, 851 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი - ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს

ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ვინც ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვა, უნდა იცოდეს რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟზს უცხადებს საქმიან პროცესს. 

"ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით სახელისუფლებო გუნდმა შექმნა თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი. 

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს.

ვინც გამოდის ამის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟზს უცხადებს ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და  საქმიან პროცესს. 

სწორედ ეხლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება.

ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან "რაღაც კომისიების" ძახილით ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება",- წერს ტალიაშვილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics