|
2022-07-04 15:31:21, 1910 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისიმ" უკრაინას Океан Ельзи-ის ცნობილ მელოდიაზე მომზადებული ვიდეორგოლი მიუძღვნა
Tbilisi Open Air წელს 24-26 ივნისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდა. ფესტივალზე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და 3 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი შოუ შესთავაზეს მსმენელს. ფესტივალის 3 სხვადასხვა სცენაზე ისეთი უცხოელი და ქართველი არტისტები ვიხილეთ, როგორებიც არიან: alt-J, Rhye, Cigarettes After Sex, MokuMoku, Bedford Falls და ბევრი სხვა. 26 ივნისს მსმენელი განსაკუთრებული ემოციებით ელოდა უკრაინულ ჯგუფ Океан Ельзи-ს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ესტუმრა Tbilisi Open Air-ს. ბენდის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე “Незалежність” თიბისიმ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ: https://www.facebook.com/watch/?v=1404602320037604 სულ შენთანაა: გულწრფელი გრძნობები - ზუსტად ამ სიტყვებით გადმოსცა თიბისიმ ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი. იდეის ავტორი მერი გიორგობიანი, ხოლო რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია. საწარმო კომპანია „ენკენი ფილმსმა“ კი, 2 წუთში ყველა იმ ნამდვილ გრძნობას მოუყარა თავი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის. აღსანიშნავია, რომ Океан Ельзи-ს, შემოქმედებითი გუნდის და "თიბისის" ინიციატივით ვიდეორგოლის დამზადების თანხის ნაწილი უკრაინის თანადგომის ფონდში ჩაირიცხა. ამ ეტაპზე, "თიბისის" მხარდაჭერით უკრაინის თანადგომისთვის გამოყოფილ საქველმოქმედო ანგარიშზე 2 მილიონამდე ლარია შეგროვებული.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)