|
2022-07-04 13:03:55, 2144 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
მაისის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალი ცვლის 2022 წლის მოლოდინს დაახლოებით 10%-დან, 10%-ზე უფრო მეტის მიმართულებით. წინა კვირა ლარის გამყარების მორიგი ტენდენციის კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი. თიბისი კაპიტალის მოლოდინები პრაქტიკულად უცვლელია. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარი დამატებით გამყარდება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ დაახლოებით 2.80-ის ნიშნულამდე, რის შემდეგაც, თიბისი კაპიტალის აზრით, სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, სავალუტო აუქციონზე 24 მაისს განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად სავალუტო ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ისეთივე ნეგატიური რეაქცია ნაკლებ მოსალოდნელია. საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გაძვირება საქართველოში უკვე დეპოზიტების განაკვეთებშიც შედარებით უფრო თვალსაჩინოა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამ მხრივ გადაცემის ეფექტი მხოლოდ ნაწილობრივი იქნება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)