|
2022-07-03 13:03:17, 1073 ნახვა
პოლიტიკა
თანასწორობის მოძრაობა ხელისუფლებას - არ დაუშვათ 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება. - განაცხადეს თანასწორობის მოძრაობაში. მათივე თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. "ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საჯაროდ იძალადონ ადამიანებზე და შებღალონ პოლიტიკური მნიშვნელობის სიმბოლოები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება. მოხარული ვართ, რომ Tbilisi Pride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა და იმედს გამოვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიებაც უსაფრთხოდ ჩაივლის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივლისს პოლიციამ ალტ-ინფოს აქციაზე 17 რუსეთუმე და მოძალადე დააკავა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)