|
2022-07-01 21:11:31, 4178 ნახვა
სპორტი
კვარაცხელია „ნაპოლიმ“ სერია A-ში დაარეგისტრირა
Welcome Khvicha დაწერა თავის ოფიციალურ გვერდზე, საფეხბურთო კლუბმა „ნაპოლი“-მ კვარაცხელიას ტრანსფერს „ნაპოლი“ დღეს გამოაცხადებს, გუნდმა კი საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა. „ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებს უფრო და უფრო აინტრიგებს. ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე ინსინიეს ადგილს დაიკავებს. მისი თამაში უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს. არაოფიციალურად ქართველი ტალანტი უკვე „ნაპოლის“ მოთამაშეა, მაგრამ მრავალმა დასვა კითხვა, აურელიო დე ლაურენტისმა („ნაპოლის“ პრეზიდენტი) მასთან კონტრაქტი კლასიკური ფორმით რატომ არ გააფორმა. მიზეზი გასაგებია და გამართლებულია – კვარაცხელიას 30 ივნისამდე ხელშეკრულება ბათუმის „დინამოსთან“ აკავშირებდა. დღეიდან კი (სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა) მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია. აურელიო დე ლაურენტისი დღეს თავად გამოაცხადებს კონტრაქტის გაფორმების ფაქტს, 6 ივლისს კი ნეაპოლში კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებისთვის კასტელ ვოლტურნოში (გუნდის საწვრთნელი ბაზაა) ელიან, შემდეგ კი დიმაროში გუნდს შეუერთდება“, – წერს გამოცემა „კალჩო მერკატო ნაპოლი“. ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია A-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საჩემპიონო განაცხადში დაარეგისტრირეს.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)