15:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 12:05:01, 1491 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო

მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო,- აცხადებს  უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Sky News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ნატო-ს არ უნდა შეეშინდეს რუსეთთან ურთიერთობის ესკალაციის.

 „გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან საკმაოდ გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ეს არის სრულიად გულწრფელი და ეს არის რეალური ცხოვრება. ნუ გეშინიათ,"- აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ სანამ მადრიდში ნატო-ს სამიტი იმართება, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება, ამიტომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

„უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღზე და მათი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე. რუსული არმია იძირება ქვის ხანაში, მაგრამ მაინც აღემატება ჩვენს რაოდენობას. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი! მადრიდში ნატოს სამიტზე მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. ნატოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს ამ აგრესიის შესაჩერებლად!”- დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics