|
2022-06-30 10:35:35, 1227 ნახვა
ომი უკრაინაში
იაპონია უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს
უკრაინა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს იაპონიიდან, საუბარია 100 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ Japan Today იტყობინება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, 100 მილიონი დოლარი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებლის ასაშენებლად მოხმარდება. გარდა ამისა, კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის შენახვის შესაძლებლობების გაფართოებაში. კერძოდ, დასავლეთ უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში დროებითი მარცვლები აშენდება. ცნობისთვის, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე გაიტანა მინიმუმ 400 000 ტონა მარცვლეული ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან. თურქეთმა შესთავაზა დახმარება შავი ზღვის განბლოკვაში და მარცვლეულის ნაწილის გატანა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტისთვის, მაგრამ შავ ზღვაში დერეფნის ორგანიზებას და გაშვებას შესაძლოა სამი-ოთხი კვირა დასჭირდეს. გარდა ამისა, სტამბოლი მზადაა გამართოს თურქეთი-უკრაინა-რუსეთი-გაერო-ს შეხვედრა მარცვლეულის ტრანსპორტირების მეთოდის განსახილველად.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)