|
2022-06-29 13:37:34, 1730 ნახვა
სამართალი
საბერძნეთში, დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკებით აბრუებდა და ძარცვავდა
საბერძნეთში, ატიკის რაიონში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკებით აბრუებდა და ძარცვავდა. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქალი მოხუცებთან სახლში დამხმარედ იწყებდა მუშაობას, რის შემდეგაც ნარკოტიკებს აძლედა და ფულს და ძვირფას ნივთებს სძალავდა. ქართველ ქალს საბერძნეთში უშიშროების სამსახური ეძებდა. ამ დროისთვის ოთხი საქმე იქნა გამოძიებული ნეა ერითრაიაში, ათენის ცენტრში, აგიოს დიმიტრიოსსა და პირეოსში, გამოძიება გრძელდება, რათა სხვა მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდეს. მოხუცების მიმართ ოთხი ძარცვა ჰიპნოტიკის გამოყენებით განხორციელდა. "47 წლის ქალი სპეციფიური რეჟიმით მოქმედებდა. მან თავდაპირველად შენიშნა მოხუცები , რომლებიც ითხოვდნენ შინაურ დამხმარეს და დაუკავშირდა მათ შეხვედრის დასაგეგმად. კომუნიკაციის დროს, პოტენციურ მსხვერპლს ცრუ ინფორმაცია აცნობდნენ, შეხვედრების კონტექსტში კი მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა. ხოლო, შინაური დამხმარის მოვალეობის შესრულების შემდეგ, ის, როგორც წესი, პირველივე დღიდან უყრიდა ჰიპნოტიკას ხანდაზმულთა საკვებსა და სასმელში და, შემდგომში, სახლებიდან გაჰქონდა ფული, ძვირფასეულობა და სხვა ნივთები",- წერია განცხადებაში. ჩატარებული ჩხრეკისას, სხვათა შორის, ამოღებულია: -სხვადასხვა სამკაულები და საათები . დაკავებული მის წინააღმდეგ აღძრული საქმით პროკურატურაში გადაიყვანეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)