|
2022-06-29 10:12:13, 1373 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები მოხდა, რუსი დამპყრობლები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ. ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა. "დილით მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები გაისმა. მაშველები და ექიმები უკვე წავიდნენ ადგილებზე. ყველა ინფორმაციას მოგვიანებით მოგცემთ. არ გამოაქვეყნოთ მისამართი და ფოტოები დაბომბვის ადგილებიდან, ნუ შეუქმნით საფრთხეს მათ, ვინც ახლა იქ ხალხს იხსნის“, - განაცხადა მერმა. მიკოლაევის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმმის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. "მრავალსართულიან კორპუსში შეჯახების შემდეგ, ამ დროისთვის არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელიც", - განაცხადა კიმმა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)