11:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 14:49:39, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის აღდგენის მიზნით 10 მილიონ ფუნტს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის აღდგენის მიზნით, 10 მილიონ ფუნტს გამოყოფს,  რათა  შავ ზღვაში ვლადიმერ პუტინის ბლოკადის შედეგად ჩარჩენილი მარცვლეულის ექსპორტი განხოტციელდეს.

 მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გეგმავს მოუწოდოს ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინიდან აუცილებელი საკვების მიწოდების მიზნით.

"გაეროს გეგმა უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანის შესახებ არის არასაკმარისი რადგან რუსეთი გააგრძელებს სურსათის მიწოდების გამოყენებას, როგორც ვაჭრობის საშუალებას სანქციების შესამსუბუქებლად. მოკავშირეებმა ახლა უნდა განიხილონ გეგმა B- დახმარება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებაში.გლობალური ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და გამოიყენონ თავიანთი ერთობლივი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა, რათა დაეხმარონ უკრაინას და გაუადვილონ ცხოვრება ოჯახებს მთელს მსოფლიოში," - განაცხადა ჯონსონმა.

უკრაინამ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მინიმუმ 400 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტში დაადანაშაულა. - ასეთი შეფასება გამოცემა Krym.Realii-ს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ მისცა.

ფაქტობრივი ოკუპაციის დროს ამ ტერიტორიებზე ლიფტების რეესტრის მიხედვით მილიონნახევარი ტონა მარცვლეული იყო. და იმ ტერიტორიებიდან უკრაინელებისგან მივიღეთ ინფორმაცია ექსპორტის ფაქტზე. თუ ყველა ამ შემთხვევას დავუმატებთ, მაშინ დაახლოებით 400 ათასი ტონა. გასაგებია, რომ დარჩენილი მილიონი ტონა, ჩვენ ამას მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შევძლებთ.

ვისოცკიმ დასძინა, რომ კიევის ეკონომიკის სკოლის სურსათისა და მიწათსარგებლობის კვლევის ცენტრის თანახმად, უკრაინის სოფლის მეურნეობის ზარალმა სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკვე შეადგინა $4,3 მილიარდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics