|
2022-06-26 10:49:53, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
სარაკეტო იერიში კიევზე - მაშველებმა ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვი ამოიყვანეს
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. "მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ. როგორც UNIAN იტყობინება, კიევის მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა . დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაზარალებულთა ვინაობა გამოაცხადა და მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი დაადასტურა . შემდგომში ცნობილი გახდა, რომ კიევის რეგიონში ერთი საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოაგდეს . მისი ნარჩენები ერთ-ერთი სოფლის განაპირას დაეცა, არავინ დაშავებულა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)