|
2022-06-24 14:10:37, 876 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება
მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგზე მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ მიზნებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებს და პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციულ დიალოგს მიმართავს. " მე მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადწყვეტილება. მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომ როგორც კი შევასრულებთ პრიორიტეტებს მაშინვე მიეცემა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ვართ მობილიზებულები, რომ შევასრულოთ ყველა პირობა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების. მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის პოლარიზაციის დასასრულებლად",- აცხადებს პრემიერი.
რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განმეორებითი შეფასება 6 თვეში მოხდება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)